Friday, December 8, 2017

საქართველოს ქალი მეფე თამარი

Image result for თამარ მეფე

თამარითამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“[საჭიროებს წყაროს მითითებას].
1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. / წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[2][3] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.[4][5][6] თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

საქართველოს ბოლო მეფე გიორგი Xll

George XII of Georgia.jpg

აღიზარდა სამეფო კარზე. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. 1765 წელს მხარი არ დაუჭირა ერეკლე II-ის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეთა მკაცრად დასჯას, რაც მამა-შვილს შორის უთანხმოების საფუძველი გახდა. ამ უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამწვავებდა გიორგი XII-ის დედინაცვალი დარეჯან დედოფალი, რომელიც გიორგი XII-ს საკუთარ შვილებს უპირისპირებდა. როცა ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1798წლის იანვარში, გიორგი XII გამეფდა, იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


გიორგი XII-ის საფლავი სვეტიცხოვლის მონასტერში.
მისი მეფობისას ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო ვითარება შეიქმნა. გიორგი XII ზრუნავდა ირანელთა 1795 წლის შემოსევის შედეგად დანგრეული თბილისის აღდგენაზე. მისი ბრძანებით ჩატარდა ხალხის აღწერა და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად, მაგრამ შეკრებილი თანხა ეკლესიების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა. დაიწყეს სტამბის აღდგენა. გიორგი XII ცდილობდა ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენას, ებრძოდა ქვეყანაში შემოჭრილ ირანულ წეს-ჩვეულებებს, ფიქრობდა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივ ერთობაზე (სომხებში მართლმადიდებლური ქრისტიანობის დანერგვით). შეეცადა მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა პარტიის დამორჩილებას და შინაური მოღალატეების ალაგმვას, მაგრამ ვერ შეძლო.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგარეო პოლიტიკაში გიორგი XII რუსეთთან ტრადიციული ურთიერთობის კურსს იცავდა. იგი მოითხოვდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას და საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანას, რომლის დახმარებით ფიქრობდა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ სიძნელეებიდან თავის დაღწევას. მაგრამ რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლამ (1799 წლის 26 ნოემბერი) ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა. ასეთ ვითარებაში გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა.
გიორგი XII გარდაიცვალა თბილისში 1800 წლის 28 დეკემბერს, დილის 11 საათზე, დასაფლავებულია სვეტიცხოველში.
მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა.

საქართველოს მეოთხე მეფე დავით მეოთხე

Davit Agmashenebeli.jpg

დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073,[3] ქუთაისი — 8 თებერვალი (ძვ. სტ. 24 იანვარი), 1125[4][5]) — საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.[6]
დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.[7]

საქართველოს მესამე მეფე ბაგრატ |||-მე

Bagrat III of Georgia (Gelati mural).jpgბაგრატ III ბაგრატიონი (დ. დაახლ. 961[კ 1] — გ. 7 მაისი1014) — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014ბაგრატიონიგურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით IIIკურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერა

სამეფოების გაერთიანება

ამ ქაოსიდან გამოსასვლელად საჭირო ხდება გადამჭრელი ზომების მიღება. იწყება ბრძოლა ერთიანი ქართული მონარქიის შექმნისათვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავეა შიდა ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე თანამოაზრეებით. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას იქცევს მცირეწლოვანი ბაგრატ III -ის პიროვნება, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლება. ბაგრატი არის ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთ-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ „წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა: აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი; ანუ დაიმჭიროს თვით ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი“. დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხესათვის (ქართლის მაშინდელი პოლიტიკური ცენტრი) ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა. იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა, დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა, თავად კი უკან დაბრუნდა. ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისათვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთის ჯარი დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. დავით III -ის აქტიური ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას - გურანდუხტს გადაეცა. 978 წელს, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის ხელშეწყობითა და დავით III ტაოელის დასტურით ქუთაისის ტახტს იკავებს,[კ 2]უსინათლო თეოდოსს კი დავით კურაპალატთან აგზავნის. 980 წლიდან სრულწლოვანი ბაგრატი დამოუკიდებლად იწყებს სამეფოს მართვას. ქართული მიწების საბოლოო გაერთიანება, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრალიზაცია, მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება უკვე ქართული ფეოდალური მონარქიის ფარგლებში მიმდინარეობს, რაშიც უდიდესი წვლილი ბაგრატ III -ს მიუძღვის.ცხა.

გიორგი || საქართველოს მეორე მეფე

გიორგი II-ის ოჯახის წევრების უმრავლესობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიაში. მამა, ბაგრატ IV თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს. დედა, ბორენა დედოფალი, ოვსთა მეფის ასული იყო. ბებია მარიამი, ვასპურაკანის მეფის – სენექერიმ არწრუნის ასული. მამიდას – გურანდუხტ დედოფალსაც დიდი წვლილი მიუძღვის გიორგის, როგორც პოლიტიკოსის ფორმირებაში. მართა, გიორგის და, ბიზანტიის დედოფალი იყო. გიორგის მეუღლეზე, ელენე დედოფალზე, თითქმის არაფერია ცნობილი. XII საუკუნის დასაწყისში იგი უკვე გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. გიორგის ერთადერთი ვაჟი – დავითი, შემდგომში საქართველოს მეფე გახდა. გიორგი მოესწრო შვილიშვილებსაც – თაგიორგის პატარაობიდანვე მოუწია პოლიტიკურ ეპიცენტრში ყოფნა. 1051 წლის ახლო ხანებში კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში თურქ–სელჩუკთაგან განთავისუფლდა. ეს უკანასკნელი ბიზანტიასთან მეგობრობდა და აღარ ემორჩილებოდა ბაგრატ IV-ის სამეფო ხელისუფლებას. სამხრეთ საქართველოში აღდგა კლდეკარის ერისთავის უპირატესობა. მატიანე ქართლისაჲს ავტორის თქმით, „ვერღარა დაუდგა ბაგრატ“ ლიპარიტს[2]. ასეთ ვითარებაში ბაგრატ IV-მ გადაწყვიტა, თავად ხლებოდა ბიზანტიის იმპერატორს და საქართველო– ბიზანტიის ურთიერთობების საკვანძო საკითხები იქ მოეწესრიგებინა. ბაგრატმა სამეფო თავის ვაჟს, გიორგის დაუტოვა. ბაგრატს/ სამი წელი მოუწია ბიზანტიის საპატიო ტყვეობაში ყოფნა, რომელიც იმპერატორ კონსტანტინე მონომახის შუამდგომლობით, ბაგრატსა და ლიპარიტს შორის გარიგებით დასრულდა. ბიზანტიელი ავტორის გიორგი კედრენეს თქმით, მათ „ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი – ერთი ნაწილის, მესხეთის, მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს სცნობს ბატონად და მეფედ“[3]. ხელშეკრულება ითვალისწინებდა იმასაც, რომ გიორგი ლიპარიტის მფარველობის ქვეშ უნდა გაზრდილიყო.
რუისის ტაძარი. აქ მოხდა გიორგის მეფედ კურთხევა
საინტერესოა ისიც, რომ „მატიანე ქართლისას“ ცნობით, საქართველოს მეფის ბიზანტიის სამეფო კარზე ყოფნის პერიოდში ლიპარიტ ბაღვაშმა მოიწადინა გიორგი ბაგრატის ძის საქართველოს მეფედ აღიარება და ამ წინადადებით სამეფო კარს მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. გიორგი აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და რუისის ტაძარში მეფედ აკურთხეს „და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად დაჲ ბაგრატისი გუარანდუხტ დედოფალი“[4]. კურთხევა მოხდა ბაგრატის საქართველოში დაბრუნების წინა ხანებში. ამრიგად, თუ წყაროებს დავუჯერებთ, ლიპარიტი საქართველოს მეფედ ცნობდა როგორც გიორგის, ასევე ბაგრატს. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ ფაქტს მიიჩნევენ თანამეფობის ინსტიტუტის შემოღებად[5].
1055 წელს ბაგრატი საქართველოში დაბრუნდა. მალე სამეფო კარმა ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობა მოახერხა და თავისი ძალაუფლება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოზე უწინდებურად განავრცო. ლიპარიტისა და მისი ოჯახის დაპატიმრებისას გიორგი უფლისწული და მისი პატრონი გურანდუხტ დედოფალი ჯავახეთში იმყოფებოდნენ. შეთქმულების დაწყებისთანავე, მეფე და მისი მამიდა , უსაფრთხოების მიზნით, ახალქალაქში გახიზნეს. ბაგრატ IV სასწრაფოდ სამხრეთ საქართველოში გადმოვიდა და თავად ჩაუდგა ლიპარიტის მომხრეებთან ბრძოლას სათავეში. მალე კლდეკარის ერისთავის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია სამეფო კარმა უკლებლივ შემოიმტკიცა.
გიორგი მამის გარდაცვალებამდე არაერთ დავალებას ასრულებდა. წყაროებში მას ძირითადად მამამისის გვერდით ვხვდებით. უფლისწული მეფის იმ ამალაში იმყოფებოდა, რომელიც ბედად გადაურჩა ხეკრებულთან თურქ–სელჩუკთა დარბევასა და ტყვეობას. გიორგი სარდლობდა განძისამირა ფადლონ II-ის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველთა და ოსთა ჯარმა „მოაოჴრა განძა, და აღიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ“[6]. გამარჯვებული გიორგი უფლისწული დიდი ალაფით დაბრუნდა სამშობლოში.
1072 წელს მომაკვდავმა ბაგრატ IV-მ თავისი ვაჟი, გიორგი კურაპალატი შეავედრა დიდებულებს და მის ერთგულებაზე დააფიცა. იმავე წლის 24 ნოემბერს ბაგრატი გარდაიცვალა და სამეფო ტახტი გიორგიმ დაიკავა.მარს, დემეტრეს და კატას.

საქართველოს პირველი მეფე ფარნავაზი


ფარნავაზ I (ძვ.ქართ. ფარნა - თეთრი ხარი) — იბერიის პირველი[1][2][3] მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეორე მეფე ძვ. წ. IV საუკუნეშიქართლის ცხოვრების თანახმად მან შექმნა ქართული დამწერლობა. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი.არნავაზი იყო მამით ქართლოსიანი, მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის — სამარას ძმის შვილი. ფარნავაზის მამა კი მსახურობდა სპარსეთის მეფის დარიოს III-ის კარზე სადაც შეირთო ცოლად მეფის ასული[7]ალექსანდრე მაკედონელისმიერ სპარსეთის აღების შემდეგ ფარნავაზის მშობლები მცხეთაში დაბრუნდნენ სამარა მამასახლისთან თავის შესაფარებლად. სპარსეთის აღების შემდეგ ალექსანდრემ კავკასიაზეც გამოიწია და მცხეთის აღებისას მოკლა ფარნავაზის მამა და ბიძა, ხოლო მცხეთაში დასვა აზო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ფარნავაზის დედა თავის მცირეწლოვან შვილებთან (ფარნავაზი 3 წლის იყო) ერთად იძულებული გახდა გახიზნულიყო ჯერ სარმატიაში ხოლო შემდეგ გადასულიყო სპარსეთში. უკვე 20 წლის ფარნავაზი თავის ორ დასთან და დედასთან ერთად ბრუნდება მცხეთაში და ვინაობის გაუმხელად უახლოვდება აზოს.ერთხელაც ფარნავაზი სიზმარს ნახულობს რომელიც წინაწსარმეტყველებასავით აუსრულდება, როდესაც დიღმის გამოქვაბულში ნადირობისას იპოვნის თვალუწვდენელ განძს, რომლითაც დაგეგმავს აზონის ჩამოგდებას და ფარნავაზიანთა დინასტიის გავრცელებას სრულიად ივერიაზე. ის იმოყვრებს ჯერ კოლხეთის მამასახლისს ქუჯს გაატანს რა ცოლად მის უმცროს დას, ხოლო შემდეგ უფროს დას ათხოვებს სარმატ მთავარზე. ამ ორი დიდი კავშირით ფარნავაზი მიიწევს აზონის ჩამოსაგდებად. შეშინებული აზო გარბის ჯავახეთში, კერძოდ არტაანში და იქ ჰურის ციხეში აფარებს თავს. ფარნავაზი უბრძოლველად იღებს მცხეთას და შემდეგ უკავშირდება სელევკიდების მეფეს, სელევკოს დიდს, და უთვლის განძს, რათა არ მიემხროს აზონს მრძოლაში. სელევკიდთა მეფის განდგომის შემდეგ აზონი იძულებული ხდება საშველად მიმართოს საბერძნეთს (თრაკია-მაკედონიის მეფეს, ლისიმაქეს), რომელიც დასახმარებლად უგზავნის მას არმიას.
ერთის მხრივ ფარნავაზი გაერთიანებული ძალით, ხოლო მეორეს მხრივ აზო საბერძნეთის არმიით შეებრძოლენ ქაჯეთის ციხესთან, სადაც აზო მოიკლა, ხოლო ბერძნები კი განიდევნენ რეგიონიდან. საბოლოოდ ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა, ხოლო სამეფო ნიშნები და ინვესტიტურა ანტიოქოს I-გან მიიღო.

ქართლის სამეფო ფარნავაზის დროს
გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებადერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო